პოლიტიკა
04.04.17 22:10
“აღფრთოვანებული ვარ თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმით. იმით, თუ რამდენი რამის მიღწევა შეძელით ასეთი მოკლე დროის განმავლობაში“, – ამ სიტყვებით დაიწყო საპასუხო მონოლოგი ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრმა იასონა ლაოლიმ, რომელიც წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად საქართველოში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის მოწვევით იმყოფება.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე კახა კახიშვილმა ინდონეზიის რესპუბლიკის დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში 2012 წლის შემდეგ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ.
„ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრსა და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
ინდონეზიის დელეგაცია დაინტერესდა საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში გატარებული რეფორმებითა და დანერგილი სიახლეებით. ჩვენ მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია და შევთანხმდით, რომ სამომავლოდ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
შესაძლებელია, ქართველმა ექსპერტებმა სასწავლო ვიზიტი განახორციელონ ინდონეზიაში და დაეხმარონ ჩვენს კოლეგებს პენიტენციური სისტემის რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.
ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრ იასონა ლაოლის განცხადებით, საქართველოს გამოცდილება ძალიან ღირებული და შთამბეჭდავია.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც თქვენს სისტემაში გატარდა. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ მსჯავრდებულთა დასაქმების საკითხს და ამ მხრივ, სიახლეს წარმოადგენს ონლაინ მაღაზიის კონცეფცია. საქართველოში ვიზიტით ჩამოვაყალიბებთ ხედვას, რომელიც ინდონეზიის პენიტენციური სისტემის მოდერნიზაციაში დაგვეხმარება“, – იასონა ლაოლამ.
დელეგაცია ასევე გაეცნო პრობაციის სააგენტოს მუშაობასა და დაბალი რისკის დაწესებულებაში არსებულ ვითარებას.
ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილის მოწვევით იმყოფება.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24