საზოგადოება

ესპანეთში ქართული კრიმინალური ჯგუფის 17 წევრები დააკავეს

05.04.17 15:00


ესპანეთში ქართული კრიმინალური ჯგუფის 17 წევრები დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".

დაკავებულები რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, მადრიდსა და ბარსელონაში ძარცვავდნენ ბინებს. შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფის წევრები ბოლო 3-4 თვის განმავლობაში, ესპანეთში მიმდინარე საპოლიციო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალურად დააკავეს ესპანეთსა და საქართველოს შორის საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად.

ამ პროცესში ჩართული იყო ესპანეთში საქართველოს ატაშეც. ამ ეტაპზე უცნობია განხორციელდება თუ არა მათი დეპორტაცია. ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები 47 ბინის ძარცვაში არიან ეჭვმიტანილი. მათ ბინებიდან ტექნიკა და ძვირფასეულობა გაჰქონდათ. ჩხრეკისას აღმოჩენილია ნაქურდალი ნივთებიც.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები