საზოგადოება

ლატვიის დედაქალაქში თბილისის სახელობის სკვერი გაიხსნა

05.04.17 15:50


თბილისის სკვერი რიგის ცენტრალური პროსპექტის „ბრივიბას გატვეს“ ერთ-ერთ მონაკვეთზე მოეწყობა. სკვერის გახსნა ორი დედაქალქის დამეგობრების 10 წლისთავს მიეძღვნა. საზეიმო ცერემონიაზე, რომელსაც ლატვიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია, საელჩოს, ლატვიის კულტურის სფეროსა და რიგის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სიმბოლურად ვაზისა და ცაცხვის ნერგები დარგეს.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და რიგის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ვიაჩესლავ სტეპანენკომ მიმართეს.

რიგის მერიის განცხადებით თბილისის სკვერის საბოლოო მოწყობა-მოპირკეთება წლის ბოლომდე დასრულდება. ასევე განთავსდება სპეციალური საინფორმაციო დაფა ქართულ და ლატვიურ ენებზე. ანალოგიური სკვერის გაკეთება თბილისშიც არის დაგეგმილი.

სკვერის გახსნა თბილისისა და რიგის მერიებისა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.​


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები