საზოგადოება

საქართველოში აბიტურიენტები ყველაზე ხშირად გეოგრაფიის გამოცდას ირჩევენ

05.04.17 16:30


საქართველოში აბიტურიენტებისთვის ყველაზე პოპულარული საგანი არჩევით საგნებს შორის გეოგრაფიაა, ხოლო მას შემდეგ — ისტორია და მათემატიკა, აღნიშნულია გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის 2017 წელს 41,2 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. აქედან ყველაზე ცოტა რაოდენობამ არჩევითი გამოცდებიდან ქიმია, ფიზიკა და ხელოვნება მიუთითა.

ანუ, გეოგრაფია აირჩია 13,5 ათასმა აბიტურიენტმა, ხოლო ხელოვნება — 300-მდე ადამიანმა.

იმისთვის, რომ აბიტურიენტი სტუდენტი გახდეს, აუცილებელია სამი სავალდებულო საგნის წარმატებით ჩაბარება. ეს საგნებია: ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა; ასევე მან კიდევ ერთი საგანი უნდა ჩააბაროს, რომელსაც თვითონ აირჩევს. რეგისტრაციის მეორე ეტაპი 31 მარტიდანვე დაიწყო და 20 მაისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში აბიტურიენტებს, სურვილის შემთხვევაში, არჩეული ფაკულტეტების შეცვლის საშუალება ეძლევათ. რეგისტრაციის მესამე ეტაპი 20 მაისიდან დაიწყება და აგვისტოს დასაწყისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში აბიტურიენტები არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლას შეძლებენ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები