საზოგადოება

თამბაქოს მოწევა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულების გარდა, ყველა ტიპის შენობაში აიკრძალება

05.04.17 17:05


ცვლილებების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს მოწევის სრულ აკრძალვას ყველა ტიპის შენობაში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა.

ალიანსის წევრების განცხადებით, ასევე აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა (მათ შორის, ვიტრინებზე და სავაჭრო ობიექტის შიგნით გამოფენა), პოპულარიზაცია და სპონსრობა.

სამედიცინო გაფრთხილების ზომა 30-დან 65%-მდე მოიმატებს, დაჯარიმების წესი გამარტივდება და გაიზრდება საჯარიმო სანქციები.

თამბაქოს კონტროლის ალიანსი იმედოვნებს, რომ პარლამენტი თამბაქოს ინდუსტრიის ზეწოლას არ დაექვემდებარება, კანონპროექტს მოწინააღმდეგეები არ ეყოლება და პირველი მოსმენით მიიღებენ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და თამბაქოს ჩარჩო კონვენციის სამდივნო უზრუნველყოფს საკანონმდებლო პროცესის ტექნიკურ დახმარებას.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, თამბაქოს მოხმარება შენობებში 2018 წლის მაისიდან აიკრძალება, ხოლო 2020 წლიდან, აკრძალვა სტადიონებს, მსგავს ღია სივრცეებსა და სარეკლამო ბაზარსაც შეეხება. როგორც აკაკი ზოიძემ განმარტა, შენობაში თამბაქოს მოხმარების ფაქტის დაფიქსირებისას, იურიდიული პირი თავდაპირველად, 500 ლარის ოდენობის თანხით, განმეორების შემთხვევაში 2 000, ხოლო სისტემატური მოხმარებისას 5 000 ლარით დაჯარიმდება.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები