საზოგადოება

ამინდი საქართველოში: სითბო და ხანმოკლე წვიმა

05.04.17 20:45


უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სინოპტიკოსები თბილ ამინდს გვპირდებიან, თუმცა ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი.

ხუთშაბათი, 6 აპრილი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. ქვეყნის ტერიტორიაზე ქარი 20-25 მეტრამდე სიჩქარით დაუბერავს. დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 10-15 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 20-25; მაღალ მთაში ღამით იქნება პლუს 0-5, დღისით — 15-20 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 4-9 გრადუსი სითბო, დღისით — 20-25; მაღალ მთაში ღამით იქნება ყინვა — 5-0 გრადუსი, ხოლო დღისით — 13-18 გრადუსი სითბო. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ქარი წამში 8-13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 7, ხოლო დღისით — 24 გრადუსი სითბო. პარასკევი, 7 აპრილი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი და ჭექა-ქუხილი. აღმოსავლეთის მაღალმთიანეთში მოთოვს. ქვეყნის ტერიტორიაზე ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 7-12 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 17-22; მაღალ მთაში ღამით იქნება პლუს 0-5, დღისით — 11-16 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 4-9 გრადუსი სითბო, დღისით — 20-25; მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 4 — პლუს 1 გრადუსი, ხოლო დღისით — 11-68 გრადუსი სითბო.

თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება. დღისით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ქარი წამში 8-13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 7, ხოლო დღისით — 24 გრადუსი სითბო.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები