საზოგადოება

თელავში ქმარმა ცოლი დაჭრა

13.04.17 19:30


თელავში, 40 წლის კაცმა 26 წლის მეუღლე დაჭრა. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლს ცივი იარაღით 4 ჭრილობა სხეულის რამდნეიმე ადგილას ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმეა.

დაჭრაში ბრალდებული კაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19/108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები