საზოგადოება

აღდგომის დღესასწაულზე სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

13.04.17 19:40


აღდგომის დღესასწაულთან დაკავშრებით, 16 და 17 მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

16-17 აპრილს ავტობუსები 08:00-დან 20:00-მდე უფასოდ იმოძრავებენ.

გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტროსადგურ "დიდუბიდან" გაიყვანს, კუკია-მახათასკენ — ვაგზლისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე — მეტროსადგურ "დელისიდან", თბილისის ზღვის სასაფლაოზე — მეტროსადგურ "სარაჯიშვილიდან". ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი დოდო ჭიჭინაძის ქუჩის N25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ მეტროსადგურ "ვარკეთილიდან" და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან იმოძრავებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები