საზოგადოება

ვითარება ზემო ლარსზე: გზა საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ გახსნილია

14.04.17 16:25


„ყაზბეგი-ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმართულებით გზა გახსნილია, აღნიშნულია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მანამდე „ყაზბეგი-ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმართულებით ზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა დაწესდა. ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე.

ამჟამად მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ამასთან, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. დარიალის ხეობაში გზის 134-135-ე კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები