ეკონომიკა

"ინტერ რაოს" ნიდერლანდური სტრუქტურები ლარის გაუფასურების გამო საქართველოს მთავრობისგან კომპენსაციას ითხოვენ

25.04.17 17:45


„ინტერ რაო“-ს ნიდერლანდური სტრუქტურები, რომლებიც საქართველოში აქტივებს ფლობენ, საქართველოს ხელისუფლებისგან, ლარის გაუფასურების გამო, კომპენსაციას ითხოვენ და ამ მიზნით საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება.

„ინტერ რაო“-ში ათეულობით მილიონობით ზარალზე საუბრობენ. სააგენტოს მონაცემებით, „ინტერ რაო“-ს სტრუქტურები - Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V., რომლებიც დარეგისტრირებულები არიან ნიდერლანდებში და ფლობენ ქართული გამანაწილებელი კომპანია „თელასის“ 75 %-ს და 100 %-ით „ხრამი ჰესი 1“-სა და „ხრამიჰესი2“-ს, დაცულნი არიან სტიმულირებისა და ინვესტიციის ურთიერთდაცვის ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის შეთანხმებით. ამ და სხვა დოკუმენტების შესაბამისად, მაგალითად ქართული აქტივების ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებებით, საქართველოს ხელმძღვანელობამ უნდა მოახდინოს კომპანიის მოსალოდნელი ხარჯების კომპენსირება, უზრუნველყოს შემოსავლების მოსალოდნელი დონე, გაითვალისწინოს საინვესტიციო პროგრამის დაფინანსების საჭიროება და აანაზღაუროს გაცვლითი კურსისგან მიღებული ზარალი.

ამგვარად, „თელასისთვის“ „ხრამი ჰესი 1“ და „ხრამი ჰესი 2“-სთვის დადგენილია ტარიფების განსაზღვრული დონე ელექტროენერგიაზე და მისი გადახედვის პორობებზე, რასაც თან ერთვის დოლართან მიმართებაში ქართული ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებული ზრდა.
თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ, „ინტერ რაო“-ს ნიდერლანდური სტრუქტურების მონაცემებით, ამ გარანტიების რეალიზება არ განახორციელა. ამასთან დაკავშირებით Silk Road-მა და Gardabani-მ საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, იუსტიციის მინისტრს და ენერგეტიკის მინისტრს გაუგზავნეს უწყება კომპანიებსა და საქართველოს შორის საინვესტიციო დავებთან დაკავშირებით სტიმულირებისა და ინვესტიციების ურთიერთდაცვის, ასევე ენერგეტიკულ ქარტიასთან შეთანხმებების თანახმად.

კომპანიები Silk Road და Gardabani წერილებში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მიერ მიღებული რიგი ზომები 2014 წლიდან დაწყებული უარყოფით გავლენას ახდენს მათ ინვესტიციებზე. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2014 წელს მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიაზე ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის შექმნაზე, რომელშიც არ შევიდა ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების გამო დანაკარგის კომპენსაციის გარანტიები ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის ხარჯზე, რომლებიც ასახული იყო ქართული აქტივების ყიდვა-გაყიდვის შეთნხმებებში და თანამშრომლობის მემორანდუმში, რომლებსაც ხელი 2013 წელს მოეწერა.

2016 წელს კომპანიებმა მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას განცხადებით, ტარიფების შეცვლის შესახებ, მაგრამ მარეგულირებელმა კომისიამ მათ ამ თხოვნაზე უარი უთხრა.

კომპანიები Silk Road და Gardabani აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ასეთი ქმედებები „უარყოფით გავლენას ახდენს ინვესტიციების ღირებულებებზე“ და კომპანიები იტოვებენ უფლებას, დავის არბიტრაჟში გასაგრძელებლად.

აღნიშნულ ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები