საზოგადოება

თბილისში მამაკაცმა ყოფილი ცოლი ელექტროსადენით გაგუდა

26.04.17 17:10


თბილისის პოლიციამ გლდანი-ნაძალადევის რაიონში შუახნის მამაკაცი ყოფილი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დააკავა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

მკვლელობა 23 აპრილს მოხდა. მასმედიის ცნობით, 42 წლის მამაკაცმა ყოფილი ცოლი, ოთხი შვილის დედა, ელექტროსადენით გაგუდა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა 1977 წელს დაბადებული ქალი და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილიდან ახლოს დააკავეს", — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მუხლით "განზრახ მკვლელობა". ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები