საზოგადოება
26.04.17 18:10
ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლები სამშენებლო ბაზრობა “პირამიდის“ და ე.წ. ელიავას ბაზრობის მოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფას, მიმდებარე ტერიტორიაზე კი სარეკრეაციო ზონის მოწყობას ითხოვენ.
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა „ელიავას პარკმა“ შესაბამისი განცხადებით თბილისის მერს, დავით ნარმანიას უკვე მიმართა. განცხადებას აგლაძის, სამტრედიის და გუდაუთის ქუჩების 1000-ზე მეტი მცხოვრები აწერს ხელს.
როგორც „რეპორტიორს“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ეკა ჯგუშიამ განუცხადა, მოსახლეობას ბაზრობა-საამქროების მტვერში ცხოვრება უწევს, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები მოქალაქეების, მათ შორის, ბავშვების ჯანმრთელობას. მისივე თქმით, 2010 წელს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ აღებულმა სინჯებმა დაადასტურა ტოქსიკურ ნივთიერებათა და ხმაურის დაუშვებელი კონცენტრაცია აღნიშნულ ტერიტორიაზე განლაგებული სახლების ირგვლივ, თუმცა მაშინ შესაბამისი ორგანოების მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.
„მოგეხსენებათ ე.წ. ელიავას ბაზრობა 20 წელზე მეტია, რაც ფუნქციონირებს, ამ წლების განმავლობაში, სულ უფრო მეტად ფართოვდება. „ელიავას ბაზრობის“ საქმიანობა შეუქცევად ზიანს აყენებს ათასობით ადამიანის ჯანმრთელობას. კორპუსების, საცხოვრებელი სახლების გვერდით იყიდება ცემენტი, ქვიშა, ასევე, ფოლადის ნაკეთობები. რკინის საამქროებიდან განუწყვეტლივ იფრქვევა ტოქსიკური, მავნე ნივთიერებები. საცხოვრებელი კორპუსების ქვემოთ და სტადიონის გარშემო, აგლაძის ქუჩაზე, განლაგებულია ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ობიექტები, სამჭედლოები. უკვე წლებია, გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება, საშინელი ანტისანიტარია და ხმაურია, არა მხოლოდ დღისით, არამედ ღამითაც. ეს ყველაფერი უკვე უარყოფითად აისახა ჩვენს ჯანმრთელობაზე, ბავშვებს აწუხებთ ალერგია, სასუნთქი გზების დაავადებები, თავი იჩინა სიმსივნურმა დაავადებებმა“, – აცხადებს ეკა ჯგუშია.
მისი თქმით, მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებმა ბაზრობის გადატანის მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ინფექციისა და ტოქსიკური გამონაყოფების მსგავსი მასშტაბის წყაროს არსებობა დედაქალაქის ცენტრში არის დაუშვებელი, კარგად გვესმის „ელიავას ბაზრობაზე“ და საამქროებში დასაქმებული ადამიანების მდგომარეობაც. მივმართავთ თბილისის მერიას, რომ მათ ქალაქის ნაკლებად დასახლებულ უბნებში ალტერნატიული ფართი გამოეყოთ. „ელიავას ბაზრობის“ და საამქროების ტერიტორიაზე კი სარეკრეაციო ზონა მოეწყოს, როგორც ეს ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაშია ასახული.
ამ დროისთვის, შესაბამისი მოთხოვნით შედგენილ განცხადებას 1000 ადამიანი აწერს ხელს და ეს რაოდენობა დღითიდღე იზრდება, იმედი გვაქვს, ჩვენს თხოვნას დროული რეაგირება მოჰყვება, იმიტომ, რომ ასე ცხოვრება გაუსაძლისია“, – აცხადებს ეკა ჯგუშია.
მისი თქმით, მოქალაქეები შესაბამისი მოთხოვნით თბილისის საკრებულოსაც მიმართავენ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24