საზოგადოება

საქართველოს მოსახლეობამ 2017 წლის 1 იანვრისთვის 3,718 მლნ შეადგინა

29.04.17 19:05


საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 2017 წლის 1 იანვრისთვის 3,718 მლნ ადამიანი შეადგინა, ნათქვამია საქსტატის მონაცემებში.

უწყების ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 0,1%-ით ნაკლებია 2016 წლის 1 იანვრის მაჩვენებელზე.

საქსტატი მოსახლეობის შემცირებას იმით ხსნის, რომ ერთი წლის განმავლობაში ემიგრანტების რაოდენობამ 2,4%-ით მოიმატა და 98,3 ათასი ადამიანი შეადგინა.

ამის პარალელურად წლის განმავლობაში შემცირდა საქართველოში დაბრუნებულთა რაოდენობაც 2,5%-ით და 90,2 ათასი კაცი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის 52,1%-ს ქალები, ხოლო 47,9%-ს მამაკაცები შეადგენენ. იმავდროულად 0-14 და 15-64 წლის ასაკობრივ ჯგუფებში მამაკაცები ქალებს ჭარბობენ. საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 3,7 მილიონი ადამიანიდან 1,114 მლნ თბილისში ცხოვრობს. მოსახლეობის რაოდენობით მეორე ადგილზეა იმერეთის რეგიონი 529,7 ათასი მოსახლით.

ყველაზე ნაკლებად დასახლებული რეგიონია რაჭა-ლეჩხუმი, სადაც 31 ათასი მოსახლეა აღრიცხული.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები