საზოგადოება

თბილისში მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით მგზავრობის ფასი არ გაიზრდება

29.04.17 19:25


დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ფასი უცვლელი სამი წლის განმავლობაში იქნება.

ინფორმაციის თანახმად, თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს საკითხი, რომლის თანახმად, თბილისის მერიასა და სატრანსპორტო კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, დედაქალაქში მოძრავი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური სამი წლის განმავლობაში არ გაიზრდება.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები