საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობა გაიმართა

01.05.17 16:40


სამების საკათედრო ტაძარში 48-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1173 ბავშვი გახდა.

პატრიარქის ნათლულებს ნათლულის მოწმობა, ჯვარი და სააღდგომო ეპისტოლე საჩუქრად გადასცეს. ტაძარში ამ წუთებში უწმინდესს ელოდებიან. ილია მეორე ნათლულებს დალოცავს.

ამჟამად პატრიარქს უკვე 32 154 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი მეუღლეების ოჯახში მესამე და მეტი შვილები არიან.

უწმინდესის ინიციატივით, ჩვილთა ნათლობას საფუძველი 2008 წლის ნათლისღების დღესასწაულზე ჩაეყარა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები