საზოგადოება

ამინდი: თბილისში +26 გრადუსი

01.05.17 17:55


სამშაბათი, 2 მაისი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. ქარი დასავლეთ საქართველოში წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, ხოლო აღმოსავლეთში — 8-13 მეტრი სიჩქარით. დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 11-16 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 26-31. მაღალ მთაში ღამით იქნება 3-8, ხოლო დღისით — 20-25 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება პლუს 9-14, ხოლო დღისით — 23-28 გრადუსი. მაღალ მთაში ღამე მოსალოდნელია 0-5, ხოლო დღისით — 12-17 გრადუსი სითბო. თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარის სიჩქარე იქნება წამში 8-13 მეტრი. ღამით ჰაერი 11 გრადუსამდე, ხოლო დღისით — 26 გრადუსამდე გათბება.

ოთხშაბათი, 3 მაისი ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვაც. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, ზოგან შეიძლება გაძლიერდეს. დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 12-17 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 17-22. მაღალ მთაში ღამით იქნება 3-8, ხოლო დღისით — 13-18 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება პლუს 12-17, ხოლო დღისით — 18-23 გრადუსი. მაღალ მთაში ღამე მოსალოდნელია 4-9, ხოლო დღისით — 8-13 გრადუსი სითბო. თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარის სიჩქარე იქნება წამში 10-15 მეტრი. ღამით ჰაერი 16 გრადუსამდე, ხოლო დღისით — 20 გრადუსამდე გათბება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები