საზოგადოება

დასუფთავების მასშტაბური აქცია "სუფთად ევროპისაკე" გორის მუნიციპალიტეტში

01.05.17 18:05


მასშტაბურ აქციას „სუფთად ევროპისკენ“ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები და ადგილობრივი ახალგაზრდები შეუერთდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, დასუფთავდა ტურისტული ზონა - ატენის ხეობა, კერძოდ მდინარე ტანას სანაპირო, ატენის სკოლის მიმდებარე ტერიტორია. პარალელურად აქცია გაიმართამუნიციპალიტეტის კიდევ ორ სოფელში - სოფელ არბოში ადგილობრივებმა და გამგეობის თანამშრომლებმა ნიკო ლომოურის სახლმუზეუმის ტერიტორია, შავშვებში კი კულტურის სახლის, საბავშვო ბაგა-ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის ეზოები დაასუფთავეს. კეთილმოწყობის სამსახურის მიერ მოხდა მოგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოტანა. გორისმუნიციპალიტეტის გამგეობა ზრუნავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებაზე. 50-ზე მეტი სოფლიდან უკვე გამოდის საყოფაცხოვრებო ნარჩენები, დაიდგა ასობით ურნა. ტურისტულისეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ტანას ხეობაში დამატებით დაიდგა საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნები. კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლების მიერ ავტობანის გორი-ქარელისმონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება და გაწმენდა.

22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ დასუფთავების კვირეული - „სუფთად ევროპისკენ“ დაიწყო, რომელიცსაქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. მთელი კვირის განმავლობაში დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართება. 464 ლოკაციის დასუფთავებაში ჯამში 22 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. კამპანიის მხარდამჭერებია შვედეთის განვითარების სააგენტო; „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველი“;საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“; „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“; კამპანიის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა დაჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა.

მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები