მსოფლიო

პუტინი: რუსეთი სხვა ქვეყნების საქმეებში არ ერევა და ნურც ჩვენსაში ჩაერევიან

03.05.17 17:30


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა და არ სურს, რომ მის საქმეებში ვინმე ჩაერიოს. ამის შესახებ პუტინმა სოჭში, გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ მუდმივად ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში, არის რუსეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობა. ეს როგორც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, ასევე, პირდაპირი მოქმედებით ხდება“, – განაცხადა პუტინმა.

მან ასევ დაამატა, რომ „რუსეთს თავშიც კი არ მოსვლია სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა“. ეს განცხადება პუტინმა აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიაში რუსეთის ჩარევის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა.

ანგელა მერკელმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ გერმანიის საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მას არ ეშინია. „კიბერდანაშაული არის საერთაშორისო პრობლემა და ჩვენ მას წინ აღვუდგებით“, – განაცხადა მერკელმა.

მისივე თქმით, ის არ ეკუთვნის ადამიანთა იმ კატეგორიას, ვისაც რამის ეშინია.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები