პოლიტიკა

ნინო გვენეტაძე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ბრალდებებს პასუხობს – ფაქტები არარეალურია

04.05.17 15:35


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის ბრალდებებს არარეალურს უწოდებს.

„ეს ფაქტები არარეალურია და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, – განუცხადა ჟურნალისტებს თემაზე კომენტარებისას გვენეტაძემ.

მამუკა ახვლედიანის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, უზენაესი საბჭოს წევრობის კანდიდატის, ეკა გასიტაშვილის მხარდაჭერა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ ის ახვლედიანის წინააღმდეგ მომართულ ჩინჩალაძე-მურუსიძის დაჯგუფებას მიემხრობოდა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები