საზოგადოება

თბილისში Mercedes-Benz Fashion Week-ი AVTANDIL-ის ჩვენებით გაიხსნება

04.05.17 18:50


მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi (MBFW) 4 მაისს პოპულარული ქართველი დიზაინერის, ავთანდილ ცქვიტინიძის (AVTANDIL) ახალი კოლექციის ჩენებით გაიხსნება.

AVTANDIL-ის კოლექციის დეფილე თბილისის ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება.

ამავე დღეს მოდის კვირეულის მონაწილეებსა და სტუმრებს უჩვენებენ დიზაინერების Liya, Anuka Keburia, Salome, Ria Keburia Gallery და Vaska. MBFW-ის პირველი დღე მოდელიერ Datuna-ს ჩვენებით დასრულდება.

MBFW Tbilisi-ში მონაწილეობას ასევე მიიღებენ წამყვანი დიზაინერები და მოდის სახლები — Alexander Aryutunov, Situationist, Aka Nanita, Anouki, Lalo, Diana Kvariani და Tamuna Ingorokva. მოდის კვირეულის მონაწილეები აგრეთვე იქნებიან Ria Keburia, George Shaghashvili, Anuka Keburia, Keti Chkhikvadze, Lako Bukia, Chubika, Djaba Diassamidze, Simon Machabeli, ბრენდები Dalood-ი, Mach & Mach-ი და Eloshi, მოდის სახლი Material Factory და სხვები. კვირეული ბრენდ Bessarion-ის ჩვენებით დასრულდება. თბილისში მოდის კვირეულზე მოწვეულია უცხოელი სტუმარი — ესპანელი დიზაინერი Juan Carlos Pajares.

მოდის კვირეულს გააშუქებენ მოდის კრიტიკოსები და მოდის სფეროს ცნობილი მსოფლიო გამოცემების წამყვანი ჟურნალისტები. მასმედიის წარმომადგენელთათვის აკრედიტაცია ხელმისაწვდომია MBFW-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ამ სეზონზე MBFW Tbilisi-ის ჩვენებები სხვადასხვა სივრცეებში გაიმართება, მათ შორის, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMa Tbilisi), სამეფო კვარტლის თეატრში, საქართველოს მწერალთა სახლში, სასტუმრო Rooms-სა და Tbilisi Marriott-ში. Mercedes-Benz Fashion Week-იკომპანია Mercedes-Benz-ის მიერ ორგანიზებული მოდის საერთაშორისო კვირეულების სერიაა. ის ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში — მათ შორის, რუსეთში, გერმანიაში, აშშ-ში, თურქეთში, ავსტრალიაში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ღონისძიების ვებ-გვერდზე.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 640


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები