საზოგადოება

საქართველო ბორდოში მეღვინეობის მასშტაბურ გამოფენას გახსნის

04.05.17 19:20


საქართველო მასშტაბური ღონისძიების პირველი ორგანიზატორი ქვეყანა გახდება, რომელიც მეღვინეობა-მევენახეობას მიეძღვნება და ფრანგულ ბორდოს Cité du Vin-ის ახალ ცენტრში გაიმართება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

გასული წლის მაისში კვირიკაშვილი ბორდოში უნიკალური ინოვაციური მუზეუმისა და ცენტრის გახსნას დაესწრო. სწორედ მაშინ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც გახსნის გამოფენების სერიას "მოწვეული ვენახი".

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ივლისის ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით, ბორდოსთან ერთად საქართველო უმასპინძლებს გამოფენას, სადაც გაიმართება სხვადასხვა საინფორმაციო ხასიათის წარმოდგენა, იქნება მაქსიმალური ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი უძველესი კულტურის, ქართული ღვინის, ხელოვნების შესახებ", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

აღნიშნულ პროცესს უხელმძღვანელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყველა უწყებას მინისტრთან მაქსიმალური თანამშრომლობისკენ მოუწოდა. "ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლების და ჩვენი უძველესი კულტურის გაცნობის კუთხით. ეს არის დიდი მიღწევა, რომ საქართველო იქნება ორგანიზატორი პირველი საგამოფენო წლის განმავლობაში ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს მიღწევა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

Cité du Vin — ეს ღვინის, მისი ისტორიისა და კულტურის მუზეუმია. პროექტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქალაქისთვის და მოწოდებულია XXI საუკუნის ბორდოს მეღვინეობის ტრადიციები განავითაროს.

შენობას საძირკველი ჩაეყარა 2013 წელს Vinexpo-ს სპირტიანი სასმელებისა და ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე დაიდო. საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და ქართულ კულტურაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. 2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ღვინის ქვევრში დაყენების ქართული ტრადიცია კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შევიდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები