საზოგადოება

თბილისში მხატვარ რობერტ სტურუას იუბილე აღინიშნება

04.05.17 20:00


გამოჩენილი მხატვრის, რობერტ სტურუას 100 წლის იუბილეს თბილისში გამოფენით აღნიშნავენ. მხატვარი ცნობილი რეჟისორის, რობერტ სტურუას მამაა.

როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, სტურუას ნამუშევრების ექსპოზიცია მის დაბადების დღეს, 4 მაისს დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება რობერტ სტურუას მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ფერწერული ნამუშევრები – პორტრეტები, პეიზაჟები, რელიგიური თემატიკის სურათები, რეგიონალური თეატრისა და კულტურის სახლის პლაფონების რეპროდუქციები. რობერტს სტურუა დაიბადა 1916 წლის 4 მაისს სამტრედიის რაიონის სოფელ ნაბაკევში.

1939 წელს სტურუა მოსკოვის სურიკოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტში სწავლობდა.

რობერტ სტურუას შემოქმედებას მიეკუთვნება ისეთი ნამუშევრები, როგორიცაა: „გამარჯვების ზეიმი" — ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის თეატრის დარბაზის პლაფონის მოხატულობა (1945-50, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951); „ხალხთა მეგობრობა" — სოფელ შრომის (ოზურგეთის რაიონი) კულტურის სახლის დარბაზის პლაფონი (1953-56); „ბოროტსა სძლია კეთილმან" — მეშახტეთა კულტურის სახლი, ტყიბული (1957-60); ჭიათურაში, მეტალურგთა კულტურის სახლის პლაფონი, ფერწერული ფრიზი ლენინის ცენტრალური მრობერტ სტურუა აქტიურად მოღვაწეობდა წიგნის გრაფიკაში. მას შექმნილი აქვს ილუსტრაციები ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებისთვის.

რობერტ სტურუა დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

გამოფენა იმართება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მხარდაჭერით. ექსპოზიცია გაიხსნება 18:00 საათზე და 1 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები