საზოგადოება

„გამაფრთხილეს მემორანდუმის შესახებ არ გამეხმოვანებინა“ – 162-ე სკოლის დირექტორი მზად არის გადადგეს

04.05.17 20:40


თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში დილიდან ჩაშლილია სასწავლო პროცესი. პედაგოგები გაკვეთილებზე პროტესტის ნიშნად არ შევიდნენ. მასწავლებლებისთვის განათლების სამინისტროს ის გადაწყვეტილება აღმოჩნდა მიუღებელი, რომლის მიხედვითაც, ორი სკოლის ოპტიმიზაცია უნდა განხორციელდეს.

162-ე სკოლის დირექტორის სოფო ფანცულაიას განმარტებით კი ის განათლების სამინისტრომ გააფრთხილა, რომ პირველ ეტაპზე მემორანდუმის შესახებ არ გაეხმაურებინა, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ გარკვეული დროის შემდეგ შეეძლო პედაგოგები საქმის კურსში ჩაეყენებინა.

„ერთ შეხვედრაზე, რომელიც სამინისტროში იყო და რომელზეც მეორე დირექტორთან ერთად ვიყავი, გაგვაფრთხილეს, რომ რადგან აზრს პროექტის სახე ჰქონდა, შესაბამისად, არ გაგვეხმაურებინა ეს ამბავი. ამის მერე გავიდა ორი კვირა, დამირეკეს და მითხრეს, რომ ხელი უნდა მომეწერა მემორანდუმზე. დღის მეორე ნახევარი იყო და ალბათ, ჩემი შეცდომა იყო. რომ პედაგოგებს არ გადავურეკე",-აცხადებს ფანცულაია.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები