საზოგადოება

მაია ბითაძე აშშ-ს სატყეო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

04.05.17 21:20


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე აშშ-ის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა სამინისტროსა და აშშ-ს სატყეო სამსახურს შორის თანამშრომლობის საკითხებზე და მიმდინარე წლის მაისი-სექტემბრის პერიოდში დაგეგმილ პროექტზე იმსჯელეს, რომელიც მოიცავს საბადოთა დამუშავების პროექტის ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებას ამერიკული მხარის დახმარებით.

პროექტის ფარგლებში სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყველა ეტაპზე აქტიურად ჩაერთვება პროექტის მოსამზადებლად განსახორციელებელ თითოეულ აქტივობაში.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები