საზოგადოება

ე.წ. ციანიდის საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

05.05.17 15:00


ე.წ. ციანიდის საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

სასამართლო პროცესი პირველ ეტაპზე ღია იქნება.

სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს დასაშვებად ცნობისთვის იმ მტკიცებულებებს წარუდგენს, რომლებიც პროკურატურის აზრით, დეკანოზის მიერ დანაშაულის ჩადენას ამტკიცებს. ადვოკატები სასამართლოს, ასევე, საკუთარ მტკიცებულებებსაც წარუდგენენ.

როგორც ცნობილია, ადვოკატები დეკანოზ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შუამდგომლობასაც დააყენებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ საქმის წარმოებისთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და დეკანოზის ბრალეულობის დასამტკიცებლად პროკურატურას არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა.

საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები