საზოგადოება

162-ე სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

05.05.17 15:25


162-ე სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. როგორც სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გაკვეთილები 09:00 საათზე დაიწყო.

ადმინისტრაციის ცნობით, სკოლის დირექტორი ადგილზე იმყოფება.

სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე დალი შარაშენიძე აღნიშნავს, რომ მინისტრი პირველ ექსპერიმენტალურ სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმის გაუქმებას შეჰპირდა.

მისივე ტქმით, სკოლის დირექტორი გადადგომას აპირებს.

გუშინ სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზეზი სწორედ ის მემორანდუმი გახდა, შეთანხმების მიხედვითაც, 162-ე საჯარო სკოლის შენობაში პირველი ექსპერიმენტალური სკოლის ხუთი დაწყებითი კლასი უნდა განთავსებულიყო.

ფაქტი სკოლის მოსწავლეებმა, მასწალებლებმა და მშობლებმა გააპროტესტეს.

განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინციდენტი უკვე ამოწურულია.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები