საზოგადოება

ახალდაქორწინებულის მკვლელობა თბილისში: დაკავებულია სამი ადამიანი

05.05.17 19:15


შსს-ს თანამშრომლებმა 26 წლის თბილისელის, გიორგი შარაშენიძის მკვლელობაში ბრალდებული სამი ადამიანი დააკავეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ამ ეტაპზე სამინისტრო დაკავებულების ვინაობასა და მკვლელობის მოტივს არ ასახელებს.

არაოფიციალური ვერსიით, თავდასხმის მიზეზად პირად დაპირისპირებას ასახელებენ.

მკვლელობა ოთხშაბათს ღამით ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდას მისსავე ავტომობილში ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, შარაშენიძეს 17-ჯერ ესროლეს, აქედან 14 ტყვია მოხვდა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს… ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი ტურგენევის ქუჩაზე საცხოვრებლად ცოტა ხნის წან გადავიდა. ის დედასთან და მეუღლესთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

ის სულ ორი კვირის წინ დაქორწინდა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის ორი მუხლით — განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება, გასაღება.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები