საზოგადოება

საქართველოში 12 მაისამდე დროგამოშვებით იწვიმებს

05.05.17 19:25


საქართველოში 12 მაისამდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ამაღამ წვიმაა მოსალოდნელი, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 23-28 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში, ხვალ მოსალოდნელია პერიოდულად ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18-23 გრადუსი იქნება; თბილისში - 20 გრადუსი.

7 მაისს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის პირველ ნახევარში მზიანი ამინდი იქნება, თუმცა დღის ბოლოს იწვიმებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 21-26 გრადუსია მოსალოდნელი, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი 15-20 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში, პერიოდულად შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 21-26 გრადუსი იქნება; თბილისში - 24 გრადუსი.

8 მაისს, საქართველოს უმეტეს რაიონში, მათ შორის თბილისში, კვლავ შენარჩუნდება პერიოდულად ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 22-27 გრადუსია მოსალოდნელი, თბილისში - 25 გრადუსი.

12 მაისამდე, საქართველოში არამდგრადი, დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები