საზოგადოება

საქართველო სომხეთს С ჰეპატიტის მკურნალობაში დაეხმარება

05.05.17 21:05


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა აჩუქოს სომეხ კოლეგებს С ჰეპატიტით დაავადებულთა სამკურნალოდ ანტივირუსული პრეპარატი "სოვალდი", იუწყება "Sputnik-საქართველო".

სომხეთი საქართველოსგან საჩუქრად პრეპარატი "სოვალდის" 3000 შეფუთვას გადასცემს.

სპეციალისტთა მონაცემებით, ეს რაოდენობა საკმარისია 1000 დაავადებულის სამკურნალოდ.

ქართულ მხარეს მადლობა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა გადაუხადა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო პოლიტიკის განყოფილების უფროსმა ანაიტ მკრტჩიანმა განმარტა, რომ "სოვალდი" უფასო სამკურნალო პრეპარატების სიაში არ შედიოდა, ამიტომ С ჰეპატიტით დაავადებულებს მისი შეძენა საკუთარი ხარჯებით უწევდა. მისი თქმით, ქართული დახმარების წყალობით ამ პრეპარატს მიიღებს ყველა, ვისაც ის სჭირდება.

საქართველოს მთავრობამ ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-თან ათწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად ის ქვეყანას С ჰეპატიტის სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფს. С ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს პრეპარატ "სოვალდით" უზრუნველყოფენ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები