ეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მშენებარე შენობაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

08.06.16 2:05


აჭარაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მშენებარე ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა და შესრულებულ სამუშაოს გაეცნო.

შენობა ბათუმში ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. მასში განთავსდება ულტრათანამედროვე რადიოტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი, რომელთანაც ინტეგრირებული იქნება საქართველოს ყველა ნავსადგურში მოქმედი გემების მოძრაობის მომსახურების სისტემები, რაც სამომავლოდ სააგენტოს საშუალებას მისცემს, ევროკავშირის ერთიან სისტემაში (SafeSeaNet) ჩაერთოს და ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს ნებისმიერი გემის გადაადგილების შესახებ მთელი ევროკავშირის მასშტაბით.

ახალი ადმინისტრაციული შენობა ბევრად უფრო კომფორტულ სამუშაო გარემოს შექმნის და სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს ბევრად უფრო ხარისხიანად, სწრაფად და ეფექტურად მოემსახუროს მეზღვაურებს, გემთბლობელებს და საზღვაო დარგის სხვა წარმომადგენლებს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები