ეკონომიკა

საუდის არაბეთში საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

10.05.17 20:15


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საუდის არაბეთში საქართველოს შესახებ პრეზენტაციები მოაწყო.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა, კომპანია flydubai-ის მხარდაჭერით, ქალაქ ჯედასა და რიჰადში შეხვედრები გამართეს.

პრეზენტაციებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და საქმიანი ტურიზმის კუთხით არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია არაბ ტუროპერატორებს გააცნეს. ღონისძიებებს 100-მდე ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. ამასთან, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის, საუდის არაბეთსა და GCC-ს რეგიონში უმსხვილეს კომპანიებთან.
”საუდის არაბეთი ერთ-ერთი უმსხვილესი და სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარია საქართველოსათვის, 2016 წელს საქართველოს საუდის არაბეთიდან 21,000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 116%-ით მეტია 2015 წლის მონაცემებთან შედარებით”, - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

წყარო: ipn.ge

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები