მსოფლიო

Toyota მფრინავი ავტომობილის გამოშვებას ორი წლის შემდეგ გეგმავს

15.05.17 17:35


იაპონური ავტოგიგანტი Toyota მართვადი მფრინავი ავტომობილის შემუშავებასა და განვითარებაზე 42 მილიონ იენს (დაახლოებით 370 ათას აშშ დოლარს) გამოყოფს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეკომპანია NHK-ზე დაყრდნობით.

თუ აქამდე ჯგუფი პროექტის შემუშავებაზე დამოუკიდებლად მუშაობდა და სახსრებს ინტერნეტის მეშვეობით კრებდა, ახლა დაფინანსების საკითხი გადაწყვეტილად შეიძლება ჩაითვალოს.

მფრინავი ავტომობილი უპილოტო საფრენი აპარატის — დრონის პრინციპით აღჭურვილია რვა ფრთით ოთხი მხრიდან. ავტოკონცერნის ჩანაფიქრით, 2019 წლის იანვარში განხორციელდება პირველი ფრენა ბორტზე ადამიანით, ხოლო 2020 წლის ოლიმპიადაზე ტოკიოში ავტომობილი ოლიმპიურ ცეცხლს აანთებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები