ეკონომიკა

საქართველო „აბრეშუმის გზის პროექტის" განვითარების დეკლარაციას შეუერთდა

15.05.17 21:55


„აბრეშუმის გზის პროექტის" განვითარების დეკლარაციას ფორუმზე „ერთი გზა, ერთი სარტყელი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის" ხელი მოაწერა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პეკინში საერთაშორისო ფორუმი „ერთი გზა, ერთი სარტყელი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის" 14-15 მაისს ტარდება, რომელშიც 29 სახელმწიფოს პრეზიდენტები და პრემიერები მონაწილეობენ. ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "ერთი გზა, ერთი სარტყელი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის" მიმართულია ევრაზიის ქვეყნებს შორის ინფრასტრუქტურის შექმნისა და ურთიერთობების დამყარებისკენ. საუბარია აღმოსავლეთიდან დასავლეთში შეღავათიანი პირობებით საქონლის პირდაპირი მიწოდებისთვის სავაჭრო დერეფნის შექმნაზე.

დოკუმენტის თანახმად, ეროვნული ეკონომიკური და სოციალური ამოცანების განხორციელების მიზნით, უნდა გაიზარდოს „აბრეშუმის გზის" ქვეყნების მთავრობათა როლი ფინანსური რესურსების მობილიზაციის საქმეში. მასში ასევე გათვალისწინებულია ერთიანი პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელიც შეიცავს ახალი ფინანსური საშუალებების ძიებას, მათ განაწილებას ეკონომიკის ძირითადი სექტორების თანახმად და რესურსების მართვას.

„პრიორიტეტი მიენიჭება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების, კაპიტალის, შრომითი რესურსების უფრო ეფექტურ გამოყენებას, ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებას. ამავე დროს, ახალმა ფინანსურმა პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყნებში ექსპორტის წახალისებას ახალი საკრედიტო ხაზების გამოყოფით", — ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, დეკლარაცია ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, საზოგადოებრივი ფონდების როლის გაზრდას და აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების წახალისებას. ფორუმის ფარგლებში უკვე გადაწყდა, რომ ჩინეთი, ახალი „აბრეშუმის გზის" მშენებლობაში მონაწილე განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად, სამი წლის განმავლობაში 60 მილიონ იუანს (8,7 მლნ აშშ დოლარი) გამოყოფს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები