მსოფლიო

აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "Оса" გაანადგურა

16.05.17 18:55


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი, მთიან ყარაბაღში განლაგებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "Оса" და მისი ქვედანაყოფი.

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთი აგრძელებს პროვოკაციულ მოქმედებებს და 15 მაისს, ფიზული-ხოჯევანის რაიონის მიმართულებით განხორციელდა აღნიშნული სარაკეტო კომპლექსის გადატანა ფრონტისპირა ხაზთან ახლოს, რითიც ყარაბაღის მხარე ცდილობდა საჰაერო სივრცეზე კონტროლის დამყარებას, რითიც საფრთხეს უქმნიდა აზერბაიჯანის საფრენს აპარატებს, მათ შორის სამოქალაქოსაც.

აღნიშნული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, აზერბაიჯანმა მიიღო გადაწყვეტილება წერტილოვანი დარტყმით გაენადგურებინა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "Оса" და მისი ქვედანაყოფი, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც ცნობილია აღნიშნულ კომპლექსს შეუძლია აღმოაჩინოს საჰაერო სამიზნე 45 კმ. რადიუსში და 10 კილომეტრის მანძილზე გაანადგუროს ის.

სომხეთის მხარე აღნიშნულ ფაქტს უარყოფს და საპასუხოდ რამდენჯერმე დაბომბა აზერბაიჯანის პოზიციები.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები