ეკონომიკა

უკრაინული კომპანია კიევიდან და კრივოი როგიდან ბათუმში იფრენს

16.05.17 21:30


ქართულ ავიაბაზარზე უკრაინული ANDA Air-ი შემოდის — ავიაკომპანიამ ზაფხულის პერიოდში საქართველოსა და უკრაინის ქალაქებს შორის მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესრულებაზე თანხმობა მიიღო.

უკრაინული ავიაკომპანია ჩარტერულ რეისებს MD 83 ტიპის საჰაერო ხომალდებით კიევი-ბათუმი-კიევისა და კრივოი-როგი–ბათუმი–კრივოი-როგის მიმართულებით შეასრულებს, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე.

კიევსა და ბათუმს შორის ჩარტერული რეისები 3 ივნისიდან 30 აგვისტომდე პერიოდში კვირაში ორჯერ — ოთხშაბათობით და შაბათობით განხორციელდება, ხოლო კრივოი-როგსა და ბათუმს შორის – 21 ივნისიდან 30 აგვისტომდე კვირაში ერთხელ — ოთხშაბათობით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკრაინული ავიაკომპანიისთვის ფრენების განხორციელების შესაბამისი ნებართვა 15 მაისს გასცა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები