საზოგადოება

სკოლებში „ბოლო ზარი" დაირეკა

19.05.17 20:00


საჯარო სკოლებში მე-12-კლასელებისთვის დღეს "ბოლო ზარი" დაირეკა.

გამოსაშვებ გამოცდებს 21-დან 25 მაისის ჩათვლით 40000-ზე მეტი მოსწავლე ჩააბარებს.

ისინი 1500-ზე მეტ საჯარო სკოლაში ჩატარდება. „ბოლო ზარისთვის" მოსწავლეები ტრადიციულად პედაგოგებისთვის კონცერტებს ამზადებენ. მოსწავლეები ღონისძიებაზე მიდიან თეთრი პერანგებით, რომლებსაც სამახსოვრო წარწერებით მოხატავენ.

სკოლადამთავრებულები 21 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ჩააბარებენ, ხოლო ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები ქართული ენის, როგორც მეორე ენის გამოცდას ჩააბარებენ. გარდა ამისა, 21 მაისს გეოგრაფიის გამოცდა ჩატარდება. უცხო ენასა და ბიოლოგიაში გამოცდები 22 მაისს ჩატარდება, ისტორიასა და ფიზიკაში — 23 მაისს, მათემატიკასა და ფიზიკაში — 24 მაისს, ქიმიაში — 25 მაისს.

სკოლის გამოსაშვები გამოცდები ჩატარდება CAT-ს პრინციპით (კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება). გამოცდების შედეგებს სკოლადამთავრებულები ადგილზევე გაეცნობიან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები