პოლიტიკა

ლევან იზორია - საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორი

19.05.17 20:30


საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ჩატარება არის კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განუცხადა.

მინისტრმა დაგეგმილ ვიზიტს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა.

"ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორი. ეს გამოიხატება ჩვენს კონტრიბუციაში საერთაშორისო მისიის ფარგლებში და იმ რეფორმებში, რომელსაც ვახორციელებთ ინსტიტუციური რეფორმების კუთხით, მათ შორის თავდაცვის უწყებაში, რომელიც ადეკვატურია ნატო-ს მიერ გაცხადებული ახალი შეკავების პოლიტიკის. ეს აბსოლუტურად თანხვედრაშია თავდაცვითი მზადყოფნის გაძლიერების პოლიტიკასთან როგორც ნატო-ს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ მომავალშიც", - განაცხადა იზორიამ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები