საზოგადოება
19.05.17 21:30
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ სკოლის ბანაკებში მხოლოდ ათოსნები და სხვადასხვა ოლიმპიადის გამარჯვებულები არ უნდა ისვენებდნენ.
მინისტრის თქმით, უწყება გაზრდის იმ მოსწავლეების რაოდენობას, რომლებიც შეძლებენ საზაფხულო და ზამთრის ბანაკებში დასვენებას, რადგან ეს მათ სოციალურ უნარებზე დადებითად მოქმედებს. „ბანაკები არ უნდა იყოს მხოლოდ ათოსნებისა და ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის, რაღაც კვოტა წარჩინებულ მოსწავლეებს აუცილებლად ექნებათ, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა მე-7, მე-8 და მე-9 კლასელი მოხვდეს ბანაკში", — განუცხადა ჯეჯელავამ ჟურნალისტებს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის სხდომაზე, რომელიც გუშინ გაიმართა, ყველა უწყებამ მიიღო დავალება, დაიწყოს მუშაობა სოფელ მანავში ბანაკის განვითარებაზე. „გართობისა და დასვენების გარდა, სკოლის ბანაკები დადებითად მოქმედებს მოსწავლეების ჩამოყალიბებაზე", — აღნიშნა ჯეჯელავამ. ქვეყნის ხელისუფლება ქვეყანაში ბანაკების რაოდენობას გაზრდის. ანაკლიის ბანაკის გარდა კიდევ სამი ბანაკი გაჩნდება.
ამჟამად განათლებისა და თავდაცვის სამინისტროები ორი ბანაკის გახსნაზე მუშაობენ: ქუთაისის კადეტების სასწავლებელში და მანავის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. კიდევ ერთი ბანაკი კაჭრეთის პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე გაკეთდება.
„მანავის ბანაკის განვითარებაზე ჩართული არიან თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სპორტის, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები", — აღნიშნა ჯეჯელავამ. ყველა ბანაკი უფასო იქნება და იქ დასვენებას მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან შეძლებენ, განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ აქამდე ბანაკში მოხვედრა მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს შეეძლოთ. VII-IX კლასების მოსწავლეთა რაოდენობა დაახლოებით 100 ათასია. გასულ წელს კი ბანაკებს 4 ათასი ბავშვი სტუმრობდა, განაცხადა მინისტრმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ერთი მოსწავლის დასვენება სახელმწიფოს დღეში 60 ლარი უჯდება.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:5007.05.24
-
12:1507.05.24
-
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
11:5607.05.24
-
საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა
11:3207.05.24
-
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
11:0707.05.24
-
10:4307.05.24
-
10:2107.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა"
10:0007.05.24
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24