საზოგადოება

ბოტანიკურ ბაღში საქართველოში პირველი მწვანე გამოფენა გაიხსნა

19.05.17 22:00


ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ღონისძიებებისთვის დამატებითი სივრცე მოეწყო, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ,,ივენთ სქვერმა’’ დღეს საქართველოში პირველად მწვანე გამოფენას უმასპინძლა.

პროექტის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო სანერგე მეურნეობების, ყვავილების სალონების, საბაღე ხელოვნების, ლანდშაფტის დიზაინის, გამწვანებისა და ფიტოდიზაინის ექსპოზიციები.

გამოფენის მიზანია საქართველოში არსებული ბოტანიკური ბაღების, პარკებისა და საბაღე ხელოვნების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მათი საქმიანობის წარმოჩენა და მებაღეობის დარგების პოპულარიზაცია.

გამოფენას ეროვნული ბოტანიკური ბაღი ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები