საზოგადოება

წვიმა და ცვალებადი ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით 24 მაისამდე შენარჩუნდება

22.05.17 16:10


წვიმა და ცვალებადი ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით 24 მაისამდე შენარჩუნდება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს დილიდან შედარებით გამოიდარებს და ნალექი შეწყდება, თუმცა საღამოს საათებში უმეტეს რაიონში მაინც იწვიმებს.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, უმეტეს რაიონებში დღის მეორე ნახევრიდან კვლავ იწვიმებს. მისივე თქმით, წვიმა და არამდგრადი ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით 23 და 24 მაისამდე გაგრძელდება.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები