საზოგადოება

სემეკი ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციას (ERRA) მასპინძლობს

22.05.17 16:20


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციას (ERRA) მასპინძლობს. 22-23 მაისს, თბილისში ERRA-ს რამდენიმე შეხვედრა გაიმართება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნების ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული ორგანოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ლატვიაში არსებული ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები, საყოფაცხოვრებო საცალო ენერგეტიკულ ბაზარზე ფასთა რეგულირება (აშშ-სა და ევროპის კავშირის მაგალითები), თურქეთის ელექტროენერგეტიკულ სექტორში ქსელური საქმიანობის ტარიფების სისტემა, ბაზრის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.

ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციაში (ERRA) გაწევრიანებული არიან ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი კომისიები, ასევე პარტნიორების სახით გაერთიანებულნი არიან აფრიკის, აზიის, ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელი ორგანოები.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები