საზოგადოება

საქართველოში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში

22.05.17 16:30


ბორჯომის ხეობაში, ჩითახევში, მტკვარზე 22–28 მაისს ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 300–ზე მეტი სპორტსმენი მსოფლიოს 11 ქვეყნიდან – ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, იტალია, რუმინეთი, რუსეთი, დანია, ლატვია, თურქეთი, სლოვაკეთი და საქართველო. ევროპირველობა ჩატარდება 6–კაციანი ნავებით — რაფტებით 4 ასაკობრივ კატეგორიაში ქალებსა და მამაკაცებს შორის. კატეგორიები: 1) 19-წლამდე, 2) 23-წლამდე, 3) ღია ანუ პროფესიონალები და 4) მასტერსი ანუ ვეტერანები.

ჩემპიონატი ტარდება მსოფლიო ფედერაციის ოფიციალური წესებისა და კრიტერიუმების დაცვით 4 დისციპლინაში — სწრაფდაშვება (სპრინტი), პირისპირ დაშვება (ჰედთუჰედ), სლალომი, დაშვება გრძელ მონაკვეთზე (დაუნრივერი).

ტურნირის პირველი დღე, 22 მაისი, სპორტსმენების ვარჯიშისთვის იქნება გამოყოფილი. 23 მაისს ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნა გაიმართება. 24, 25, 26 და 27 მაისი შეჯიბრებების დღეებია, ხოლო 28 მაისს ტურნირის დახურვის ცერემონია ჩატარდება.

ჩემპიონატზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოების ზომებს. წყალზე უსაფრთხოების უზრუნველოფას მოახდენს პროფესიონალ კაიაკერთა და უსაფრთხოების სპეციალისტთა ჯგუფი, რომელსაც პირადად უხელმძღვანელებს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ჯო ვილის ჯონსი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები