საზოგადოება

თბილისის ლიტერატურული ფესტივალი მწერლებს მთელი მსოფლიოდან შეკრებს

22.05.17 17:20


თბილისის ლიტერატურული ფესტივალი მწერლებს მთელი მსოფლიოდან შეკრებს

რუსეთს თბილისის ფესტივალზე წარმოადგენს პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი, მრავალი პრემიის ლაურეატი და რიგი ლიტერატურული პრემიების ჟიურის წევრი სერგეი განდლევსკი; აშშ-ს — ცნობილი ფანტასტი მწერალი აიზერ მარიონი, ისრაელს კი პოეტი, ნოველისტი და ესეისტი ამირ ორი და პოეტი დითი რონენი.

საქართველოში საკუთარი ქვეყნის პოეზიას წარმოადგენენ — გერმანელი მწერალი კატია ლანგე-მიულერი, უკრაინული წარმოშობის გერმანელი მწერალი და ჟურნალისტი კატია პეტროვსკაია, რუსულ-ებრაული წარმოშობის ოლგა გრიაზნოვა, ულა ლენცე და კლემენს მაიერი; ავსტრიელი დრამატურგი ფოლკერ შმიტი, ლიტველი პოეტი, მთარგმნელი და ლიტერატურათმცოდნე ტომას ვენცლოვი, არაბულენოვანი ლიბიელი პროზაიკოსი, რომანისტი, ნოველისტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი იბრაჰიმ ალ-ქუნი.

ფესტივალის მონაწილენი არიან ასევე მარიანა კიანოვსკაია უკრაინიდან, ალეკპერ ალიევი აზერბაიჯანიდან, თოზან ალქანი თურქეთიდან, ვოლია ჰაპეევა ბელარუსიდან, იარომირ ტიპლტი ჩეხეთიდან, დანიუშ ტომაშ ლებიოდა პოლონეთიდან, ანისურ რაჰმანი ბანგლადეში/შვედეთიდან, რიჩარდ ბერენგარტენი დიდი ბრიტანეთიდან, დიმიტრის ლიაკოსი საბერძნეთიდან და იურგენ როოსტე ესტონეთიდან.

ფესტივალზე დაგეგმილია შეხვედრები მწერლებთან და პოეტებთან, ლექციები სტუდენტებისთვის, სხვადასხვა თემატური დისკუსიები, ასევე ჯაზისა და პოეზიის საღამოები, რომელზეც შესაძლებელი იქნება უცხოელი ავტორების ლექსების მოსმენა. ფესტივალის ღონისძიებები ჩატარდება მწერალთა სახლში, სამეფო უბნის თეატრში, ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში, ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კავკასიურ სახლში.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 2015 წელს მწერალთა სახლისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები