საზოგადოება

კალუგა საქართველოს კულტურის დღეს უმასპინძლებს

24.05.17 19:10


რუსეთში, კალუგის საოლქო ახალგაზრდულ ცენტრში 27 მაისს, საქართველოს კულტურის დღეს ქართულ ცეკვებსა და მუსიკას წარმოადგენენ.

ღონისძიების ორგანიზატორია საოლქო ახალგაზრდული ცენტრი და რუსულ-ქართული ურთიერთგაგების საზოგადოება "იბერიონი".

სცენაზე გამოვლენ კონკურს "მის-ეთნოს" არაერთგზის გამარჯვებული, ახალგაზრდა შემსრულებელი ნინო ხუფენია საზოგადოება "იბერიონიდან", საოლქო ახალგაზრდული ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივები და ქართული ცეკვის ანსამბლი "იმედი".


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები