საზოგადოება

გარდაიცვალა სტალინის შვილიშვილი

24.05.17 20:20


რუსეთის არმიის ცენტრალური აკადემიური თეატრის რეჟისორი, იოსებ სტალინის შვილიშვილი ალექსანდრ ბურდონსკი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости თეატრის წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

რუსეთის სახალხო არტისტი, რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ბურდონსკი ორშაბათ საღამოს გარდაიცვალა. "ალექსანდრ ბურდონსკი 75 წლისა გარდაიცვალა. მასთან გამომშვიდობება თეატრში გაიმართება, სამოქალაქო პანაშვიდისა და დაკრძალვის დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი", — განაცხადა თეატრის წარმომადგენელმა. ალექსანდრ ბურდონსკი იოსებ სტალინის უფროსი ვაჟის, ვასილის შვილია პირველი ცოლის, გალინა ბურდონსკაიასგან. ის 1941 წლის 14 ოქტომბერს კუიბიშევში (ამჟამად სამარა) დაიბადა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები