პოლიტიკა

კორეის მთავრობამ საქართველოს სამარშრუტო მანქანები საჩუქრად გადასცა

24.05.17 21:00


კორეის მთავრობამ საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობას 5 სამარშრუტო მანქანა საჩუქრად გადასცა. გადაცემის ოფიციალური ცერემონია „ჰიუნდაის“ ცენტრში გაიმართა.

ოფიციალურ ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ ინ ჰვანი.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ბოლო წლებში საქართველოსა და სამხრეთ კორეის განსაკუთრებულ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

„წელს, საქართველო და კორეა აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს და სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიება ამ თარიღსაც ეძღვნება.

დღევანდელი ღონისძიება იმართება კორეის მთავრობის და საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთობლივ პროექტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ტექნიკურ დახმარებას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს გადმოეცა 5 მინი ავტობუსი. მანქანების საერთო ღირებულება 200 000 ამერიკულ დოლარამდეა“ - აღნიშნა დავით ჯალაღანიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით საჩუქარი ცენტრალურ მთავრობაში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გადანაწილდება.

დღესვე, კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ ინ ჰვანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები