პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: "თბილისში დაგეგმილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიუთითებს, რა დონის პოლიტიკური დიალოგი გვაქვს საქართველოსთან"

24.05.17 21:25


თბილისში დაგეგმილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიუთითებს ჩვენს თანამშრომლობაზე, კონტაქტებზე, იმაზე, თუ რა დონის პოლიტიკური დიალოგი გვაქვს საქართველოსთა - როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „მოამბის“ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

„მოამბის“ ჟურნალისტმა იენს სტოლტენბერგს ჰკითხა - „რას უნდა ელოდოს საქართველო, შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ, რომ ნატო-ს ლიდერები ისაუბრებენ იმ ქვეყნების მომავალზე, რომლებიც ნატო-ს წევრობისკენ მიისწრაფვიან, განიხილავთ თუ არა ამ ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკას და ასევე, ამ კვირაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ეწვევა საქართველოს, რას გვეტყვით ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე“.

გენერალური მდივნის თქმით, ის ელოდება, რომ ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები ალიანსის პარტნიორების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ, მათ შორის საქართველოზე. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან სხვადასხვა დონეზე თანამშრომლობის ფორმატებს.

„მე ველოდები, რომ მოკავშირეები ჩვენი პარტნიორების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ და მათ შორის საქართველოზე. საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. გვაქვს არსებითი პაკეტი, წვრთნისა და შეფასების ცენტრი, წვრთნები, ტრენინგები. მე თავად ვიმყოფებოდი, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად.

საქართველოში და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ეწვევა საქართველოს რამდენიმე დღეში.

გენმდივნის მოადგილე იქნება პარლამენტარებთან ერთად თბილისში. ეს მიუთითებს ჩვენს თანამშრომლობაზე, კონტაქტებზე და თუ რა დონის პოლიტიკური დიალოგი გვაქვს საქართველოსთან და ასევე, რა პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. საქართველო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია მისიებსა და ოპერაციებში. ჩვენ ამ წვლილის გამო საქართველოს მადლიერი ვართ“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრის წინ გამართა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ღია კარის პოლიტიკის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია.

„რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ ღია კარის პოლიტიკის შესახებ, ძალაშია, მათ შორის ის გადაწყვეტილებაც, რაც საქართველოს შესახებ მივიღეთ ვარშავაში. ბრიუსელის შეხვედრაც ადასტურებს, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ჩვენ ველოდებით მონტენეგროს. 28 წევრი ქვეყნის პარლამენტმა მონტენეგროს ორგანიზაციაში მიღების საკითხის რატიფიკაცია მოახდინა. ამით დავადასტურეთ, რომ ნატოს კარი ღიაა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თმით, ნატო აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას, რათა რეფორმების გატარებაში დაეხმაროს.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები