პოლიტიკა

C ჰეპატიტის პროგრამით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებიც ისარგებლებენ

25.05.17 17:00


C ჰეპატიტის პროგრამით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებიც ისარგებლებენ.

როგორც მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, ფარმაცევტულ კომპანია „გილეადთან“ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდული, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხცოვრები პირები, რომლებსაც პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აქვთ, C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვას შეძლებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიის პროგრამაში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 38 ათასამდე ბენეფიციარი, მკურნალობის კურსი 29 ათასზე მეტმა დაასრულა და განკურნების მაჩვენებელი 98 პროცენტს შეადგენს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები