პოლიტიკა

კახა კალაძე - არავის მივცემ შესაძლებლობას, პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებებით არჩევნებს ჩრდილი მიაყენონ

09.06.16 15:50


„ქართული ოცნება“, როგორც მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ, სამართლიან, თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს, - ამის შესახებ გუშინ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კახი კალაძემ განაცხადა, რომელიც პარტიის თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად წარადგინა.

მისი თქმით, არავის მისცემენ შესაძლებლობას, რომ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებებით 8 ოქტომბრის არჩევნებს ჩრდილი მიაყენონ. როგორც კალაძემ განაცხადა, მომავალი საპარლამენტო არჩევნებით საერთაშორისო საზოგადოება დაინახავს, რომ საქართველოში დემოკრატიული რეფორმები შეუქცევადი ხასიათისაა.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად გავართვა თავი ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო მისიას. დღეიდან ჩვენი პარტია იწყებს პარტიულ მოძრაობას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელშიც „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა კალაძემ.

მისი ინფორმაციით, პარტიის ცენტრალური შტაბის ფორმირება დასრულებულია, უახლოეს დღეებში კი ადგილობრივი შტაბების ფორმირების პროცესი დასრულდება. „ჩვენი პარტიული რესურსი სრულად იქნება მობილიზებული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნებისა” და ქართველი ამომრჩევლის გამარჯვებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები