საზოგადოება

მეტროპოლიტენის მგზავრებს საჩუქრად ,,ვეფხისტყაოსანი’’ დაურიგდათ

25.05.17 19:15


თბილისის მერიის კამპანია „ვკითხულობთ ტრანსპორტში“ გრძელდება. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ, ასევე მატარებლის მოსაცდელ ბაქანზე მგზავრებს საჩუქრად 6 სხვადასხვა გამომცემლობის 300 წიგნი გადაეცათ.

„ნეკერის“, „დიოგენეს“, „ინტელექტის“, „მერიდიანის“, „სეზანისა“ და „პალიტრა L”-ის შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და ამ პოემის შესახებ გამოცემული წიგნები მერიისა და გამომცემლობების წარმომადგენლებმა დაარიგეს.

კამპანიის „ვკითხულობთ ტრანსპორტში“ ფარგლებში, რომლის მიზანიც წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა, მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს წიგნები საჩუქრად გადაეცემათ.

დღევანდელი აქციით, დედაქალაქის მერია შეუერთდა ღონისძიებებს, რომლებიც, ლოზუნგით - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება და შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს ეძღვნება. #ვკითხულობთტრანსპორტში.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები